02:15 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
ემზარ კვიციანი

დაოჯახების მსურველ ახალგაზრდებს დეპუტატი ემზარ კვიციანი დაეხმარება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი–2018 (90)
156 0 0

დეპუტატს იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა ოჯახებისა და მრავალშვილიანი დედების დახმარების ცენტრი ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი გახდება

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik.  პარლამენტის დეპუტატმა პარტია „საქართველოს პატრიოტების ალიანსიდან“ ემზარ კვიციანმა ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც ახალგაზრდებს დაოჯახებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მოსახლეობის რეგიონებში დაბრუნებას.

ამორალური ქცევის ბიძგი თუ დისკრიმინაციის აკრძალვა: კვიციანი VS ტერმინი „სექსორიენტაცია">>>

ბოლო მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრისთვის, საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანზე მეტია, აქედან 1,2 მილიონი თბილისში ცხოვრობს.

 „ცენტრი დაეხმარება ახალშეუღლებულებს, რომლებიც საცხოვრებლად მაღალმთიანეთში გადავლენ. იმ შემთხვევაში თუ ოჯახი საცხოვრებლად რეგიონში გადავა, სადაც მოქმედებს „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონი, ოჯახი დამატებით დახმარებას მიიღებს. დახმარებას მიიღებენ მრავალსვილიანი დედები. ამისთვის ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსი“ კანონპროექტს ვამზადებთ“, – განაცხადა კვიციანმა ტელეკომპანია Imedi–ის ეთერში.

კიდევ ერთი ინიციატივა იქნება დახმარება დედებისთვის, რომლებიც მძიმე შრომას ასრულებენ.  მათ მძიმე სამუშაოს შემსრულებელი პირების ანაზღაურებასთან გათანაბრებული თანხა გადაეცემათ.

 „ჩვენ ასევე დავეხმარებით მრავალშვილიან დედებს. ცენტრის ფინანსებიდან გამომდინარე  ბავშვზე 20-დან 100-ლარამდე დანამატები გაიცემა“, – აღნიშნა კვიციანმა. 

ოპოზიციონერს იმედი აქვს, რომ ცენტრს უცხოეთში მყოფი ქართველი ბიზნესმენები დააფინანსებენ.

„ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა. შეიძლება ითქვას, რომ მე ვიქნები ამ ორგანიზაციის ლობი. ეს იქნება ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“, – განაცხადა კვიციანმა.

მისი სიტყვებით, ქართულ ემიგრაციას ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ისინი მზად არიან დახმარებისთვის.

 „ჩვენ ემიგრაციაში უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც არის წარმატებული ბიზნესმენი, რომლებსაც არ უჭირთ და სურთ ვიღაცებს დაეხმარონ. მათ არ აჰქონდათ ამის საშუალება, რადგან არავის შეუქმნია მსგავსი ცენტრი. ამიტომაც მომმართეს მე დასახმარებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ბიზნესმენი ემიგრანტები აპირებენ ცენტრის დაფინანსებას," - აღნიშნა კვიციანმა.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კუთხით, რათა იქ ცხოვრება მიმზიდველი გახდეს.

რეგიონების დასახმარებლად მთის განვითარების ეროვნული საბჭო და მაღალთიანი რეგიონების განვითარების ფონდი მოქმედებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს აფინანსებენ.

თემები:
საქართველოს პარლამენტი–2018 (90)

მთავარი თემები