კვიციანი: ერთ-ერთმა მამაომ 30 დასაოჯახებელი ადამიანის სია გამომიგზავნა
„უკვე მომწერა ერთმა დედამ, მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ 4 წელია შეყვარებულია მისი შვილი და უსახსრობის გამო ცოლი ვერ მოჰყავს. ერთ-ერთმა მამაომ კი ახალქალაქიდან 30 ადამიანის სია გამომიგზავნა, რომლებსაც დაოჯახება სურთ და ამის საშუალება არ აქვთ. ძალიან ბევრი მადლობის წერილი მომდის, რომ ეს ინიციატივა გავაჟღერე. რა თქმა უნდა, არის უარყოფითი გამოხმაურებები, მაგრამ მე ეს მაძლიერებს“, – ამბობს ემზარ კვიციანი.
კვიციანმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა ინიციატივა ახალი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ, რომელმაც ახალი ქართული ოჯახების შექმნას და გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.