კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტს საქართველოს ომბუდსმენი შეისწავლის

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო, რომელიც კრწანისის ცენტრში მსახურობს, ამტკიცებს, რომ იგი სცემეს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტს შეისწავლის, რომლის დროსაც ახალწვეული ელჯან ეფენდიევი დაშავდა, განაცხადა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

კონფლიქტი სამხედრო მოსამსახურეებს შორის ოთხშაბათს, საღამოს მოხდა.

„კრწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთი ახალწვეული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას არანაირი ფიზიკური დაზიანებები არ აქვს", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
რებრენდინგი თავდაცვის სამინისტროში

თავად ეფენდიევი და მისი ნათესავები კი ამტკიცებენ, რომ იგი სცემეს.

„ჩემი შვილი დაახლოებით სამი დღეა, რაც კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მსახურობს. რაც შეეხება ჩხუბს, ის საავადმყოფოში გადმოყვანის შემდეგ თვითონ დამიკავშირდა. მითხრა, რომ ის სხვა ოთახში გაიყვანეს და, სავარაუდოდ, რამდენიმე პირმა სცემა. დაზიანებები თავის არეში მიაყენეს“, – განაცხადა ეფენდიევის მამამ Rustavi2-ის ეთერში.

ინციდენტს უკვე სწავლობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია.

სამხედრო თავიდან რუსთავის საავადმყოფოში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0