23:09 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)
21910

ბესელიას განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გავრცელება შეეძლოთ იმ პირებს, ვისაც 2016 წელს გახსნილი საქმეების სასამართლო მასალებთან აქვს წვდომა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური კადრების გავრცელების საქმის გამოძიებაში შეიძლება დახმარება ითხოვოს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

პირს, რომელმაც Youtube-ზე ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები ატვირთა, პატიმრობა შეეფარდა>>>

სკანდალური ვიდეო ინტერნეტში 28 იანვრიდან გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით მიმდინარეობს („პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“). დღეისთვის საქმეში 17 პირი ფიგურირებს. მათგან 16 სასამართლომდე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია, ერთი კი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ყველა მათგანს 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გამოძიება გრძელდება. გარკვეულ ეტაპზე, თუ დაგვჭირდა, რადგან ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რამეთუ კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, რათა უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაკვლიოთ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესში კომპრომისები არ იქნება და ერთნაირად დაისჯებიან ვიდეოს როგორც შემნახველი, ისე გამავრცელებელი პირები.

„მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა და არ იქნება სხვაობა გავრცელებას, პირველწყაროს, თუ შენახვას შორის. როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს და განსხვავებული მიდგომა გვექნება, ასეთ დანაშაულთან ბრძოლა იქნება რთული. გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ", – განაცხადა გახარიამ.

თავად ბესელიას განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის სისხლის სამართლის საქმის მასალებში ინახებოდა. მაშინ სხვადასხვა პოლიტიკოსების მონაწილეობით ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელში აიტვირთა და ეს ჩანაწერები ბევრმა ადამიანმა ნახა. ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ანუ 2012 წლამდე გაჩნდა. თუმცა, ტელეარხი „რუსთავი 2“ ამტკიცებს, რომ ჩანაწერი სწორედ 2012 წლის შემდეგაა გაკეთებული.

რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, ბესელიამ მიანიშნა, რომ ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელება შეეძლოთ იმ პირებს, ვისაც 2016 წელს გახსნილი საქმეების სასამართლო მასალებთან აქვს წვდომა. მისი თქმით, საეჭვოა, რომ ეს დაემთხვა მის კონფლიქტს მოსამართლეებთან, რომლებსაც უზენაეს სასამართლოში მოხვედრა სურთ.

 

თემები:
სექს-სკანდალი საქართველოში: ფარული ვიდეოჩანაწერები (13)

მთავარი თემები