აბიტურიენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გეგმავენ

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მოთხოვნით 3 თებერვალს განათლების სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება>>>

გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასებისთვის, მე-12 კლასში კი შენარჩუნდება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც შარშან ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე, მათთვის გამოცდების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება.

გამოცდები - Sputnik საქართველო
2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლიდან საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდება და სკოლა ატესტატს სწავლის შედეგების მიხედვით გასცემს.

„ყველა აბიტურიენტი, ვინც უსამართლობას არ ურიგდება, კვირას 3 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან და მშვიდობიანად მოვითხოვთ საკუთარი უფლებების დაცვას! გაუქმდეს მეთორმეტე კლასის გამოცდები, ისევე, როგორც მეთერთმეტეებისა და მომავალი მეთორმეტეების გამოცდები გაუქმდა!.. მოგვცენ ეროვნული გამოცდების მშვიდად ჩაბარების საშუალება!" – ნათქვამია აქციის ანონსში, რომელიც Facebook-გვერდზე გავრცელდა.

როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარე სასწავლო წელს მე-12 კლასის გამოცდები იმიტომ შეინარჩუნეს, რომ დასრულდეს დაწყებული ციკლი – გამოცდების ნაწილი მოსწავლეებმა მე-11 კლასში ჩააბარეს. 

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში

ადრე მე-11 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს იმ საგნებში აბარებდნენ გამოცდებს, რომელთა სწავლასაც ასრულებდნენ – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. დანარჩენ ოთხ საგანში – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია – გამოცდებს მოსწავლეები მე-12 კლასში აბარებდნენ.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. პირველი სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორე – უცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცვლილების ფარგლებში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. ექსპერტებმა რეფორმების ათი პაკეტი მოამზადეს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

 

ყველა ახალი ამბავი
0