წითელა საქართველოში: რა ელოდება აუცრელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის მკურნალობა ბავშვებში
გრიპის მკურნალობა ბავშვებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოში წითელათი დაავადების 580 შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც წითელას საწინააღმდეგო აცრა არ აქვთ ჩატარებული, სასწავლო დაწესებულებებიდან არ გარიცხავენ, განაცხადა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა.

საქართველოს ციხეებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო >>

საქართველო წითელას ეპიდაფეთქების ზღვარზეა. წლის დასაწყისიდან წითელას კლინიკურად დადასტურებული 580 შემთხვევა დაფიქსირდა, ნორმად კი წელიწადში 10 შემთხვევა მიიჩნევა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 1 იანვრიდან ყველა გეგმიური აცრა საქართველოში უფასო გახდა. სკოლასა ან საბავშვო ბაღში ბავშვის მიღებისას მშობელი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ყველა აცრა ჩატარებულია.

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლოა განიხილოს სკოლის მოსწავლისა თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი. თუ ის ორი თვის განმავლობაში არ წარადგენს ცნობას აცრის შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებას მხოლოდ ამ საკითხის განხილვის ვალდებულება აქვს, აღნიშნა ხუციშვილმა.

დაავადებული ბავშვი - Sputnik საქართველო
რატომ არის წითელა საშიში ვირუსი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

„არც ერთი პირის განათლების უფლება არ შეიზღუდება იმ მიზეზით, რომ მას აცრა არ აქვს გაკეთებული“, - განაცხადა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია აცრის ჩატარება.

პარასკევს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანია ტერმინი „სტატუსის გადახედვის“ დაზუსტება, რის შემდეგაც აღსრულების მექანიზმის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გაჩნდება, აღნიშნა მან.

წითელათი დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, ასევე სამეგრელოსა და კახეთში. წელს საქართველოს ყველა მოქალაქეს წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება უფასოდ შეუძლია. აქამდე ის 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო უფასო.

ბოლო სამ დღეში აცრა დაახლოებით 12 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა. სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებს, ჩაიტარონ აცრა იმ შემთხვევაშიც, თუ არ ახსოვთ, ჩაიტარეს თუ არა აცრა ადრე.

საქართველოში სავალდებულოა ტუბერკულიოზის, В ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, В ტიპის ჰემოფილური ინფექციის, პოლიომელიტის, წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო აცრები.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (40,5 °C-მდე), ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი.

ყველა ახალი ამბავი
0