12:24 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
 TBC bank–ის ბანკომატი

პრემიერმა „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
134 0 0

პრემიერის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება პოლიტიკურ  სპეკულაციას ჰგავს

თბილისი,  18 იანვარი — Sputnik.  საქართველოში სტაბილური ფინანსური სექტორია და ქვეყნის ერთ–ერთი მსხვილი „თიბისი ბანკის“ საქმიანობის გამოძიება მასზე არანაირად არ აისახება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ სხდომაზე. 

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის" დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. საუბარია TBC Bank-ის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ოპერაციაზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა „სამგორი ტრეიდმა“ და „სამგორი М“-მა სათანადო უზრუნველყოფის გარეშე ბანკიდან 17 მილიონი დოლარი გამოიტანეს. ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ კომპანიებმა ეს თანხა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი გაანულა ბანკმა, ხოლო წერეთლისგან მიღებული თანხა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს უკან არ დაუბრუნებიათ.

„ჩემი პირადი აზრია, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი კომპანიები, განსაკუთრებით ფინანსური ინსტიტუტები საერთაშორისო ბირჟაზე არიან წარმოდგენილი, ეს ძალზე დიდი მიღწევაა და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ამასთან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი რეგიონში  ძალზე მდგრადია და ესეც, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა.  მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ რომელიმე ცალკეულ აქციონერთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება, ეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევის გარკვეულწილად შესუსტებას გამოიწვევს“, – განაცხადა ბახტაძემ. 

მისი სიტყვებით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ ვითარება პოლიტიკური სპეკულაციას ჰგავს.

 „იმ მოსაზრებას, რომ კითხვების დასმამ ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლოა იმოქმედოს, მე ვერ დავეთანხმები. ეს გამოწვევა ინდივიდუალური აქციონერის მიმართ არის და ამან არ უნდა შეასუსტოს მთავარი მონაპოვარი, რაც ლონდონის ბირჟაზე კომპანიების პოზიციონირება და კაპიტალზე ხელმისაწვდომობაა. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მე პირადად პრობლემად“ - განაცხადა ბახტაძემ. 

სისხლის სამართლის საქმე „ფულის გათეთრების“ მუხლით არის აღძრული, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. პროკურატურა მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს.

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)

მთავარი თემები