საქართველოში H1N1 ტიპის გრიპის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის აცრა
გრიპის აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის - 100 000 ადამიანზე მხოლოდ 277 დაავადებული მოდის

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა საქართველოში H1N1 ვირუსისგან 6 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

გორში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით დაიღუპა >>

ამჟამად საქართველოში 100 000 ადამიანზე მხოლოდ 277 დაავადებული მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია არ არის. მიიჩნევა, რომ ეპიდემია დაწყებულია, თუ 100 000 ადამიაზე 450-500 დაავადებული ადამიანი მოდის.

„ღორის გრიპის“ დაავადება ლაბორატორიულად 140 შემთხვევაში დადასტურდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თბილისში სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვმა იკლო

ამ სეზონზე „ღორის გრიპისგან“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა ბათუმში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).

ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.

ყველა ახალი ამბავი
0