2018 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა

© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისთვის საქართველოში 3 726 400 მცხოვრებია

 

თბილისი,  29 დეკემბერი  – Sputnik. საქართველოს მოსახლეობა 2018 წლის განმავლობაში 3,2 ათასი ადამიანით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  („საქსტატი“) მასალებში.

2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3729 600 ადამიანს შეადგენდა, 2018 წელს კი 3 726 400.

თუმცა, აღნიშნულ მონაცემებს ბოლო 30 წლის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება. მაგალითად, 1989 წელს ქვეყანაში 5,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ანუ 1,7 მილიონით ნაკლები ვიდრე დღეს. 

ნაყოფი-თოჯინა - Sputnik საქართველო
საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ეთნიკური ქართველებია (86,8%). ამასთან, საქართველოში ცხოვრობენ აზერბაიჯანლები, სომხები, რუსები, ოსები, უკრაინელები, ბერძნები და ქურთები.

გენდერი და ქორწინება

საქართველოში 146,5 ათასით მეტი ქალი ცხოვრობს, ვიდრე მამაკაცი, ანუ საქართველოში ერთ მამაკაცზე 1,1 ქალი მოდის.

თუმცა, მათ შორის, ვინც 24 წლამდეა, უპირატესობა მამაკაცების მხარესაა – ბიჭები  616 800, გოგონები 561 300.

რაც შეეხება ოჯახის შექმნას, „საქსტატმა“ 2017 წლის მონაცემები წარმოადგინა. გასულ წელს 23,7 ათასი ადამიანი შეუღლდა, 10,2 ათასი კი განქორწინდა.

საქართველოში ქორწინების საშუალო  ვადა წლიდან წლამდე მცირდება და 10,2 წელს შეადგენს.

საქართველოში ხელმეორედ ქორწინება საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა – 2,8 ათასზე მეტი მამაკაცი და 2,5 ათას ქალზე მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0