საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სხდომაზე ახალშობილთან ერთად მივიდა

© photo: Radio Imedi / FBიუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაზი ჯანეზაშვილმა ამ ფორმით გააპროტესტა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძის წარდგენა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უჩვეულო სიტუაციის მომსწრენი გახდნენ – მათი კოლეგა ნაზი ჯანეზაშვილი სხდომაზე ორი თვის ჩვილთან ერთად მივიდა.

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში ორი საქმე წააგო>>>

ამ ფორმით ჯანეზაშვილს სურდა გაეპროტესტებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა, რომელიც საზოგადოების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ბავშვთან ერთად მოვედი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში დგება საკითხი – როდესაც ჩემი ორი თვის შვილი გაიზრდება, შეიძლება, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდეს", – განაცხადა ჯანეზაშვილმა Imedi-ს ეთერში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში კანდიდატები წარადგინა, მათ შორის – მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბიტაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატების სიას პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნიან. ერთ-ერთი კანდიდატი კი უზენაეს სასამართლოს ჩაუდგება სათავეში.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენას არ აპირებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

ამის შემდგომ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები კანდიდატის შერჩევის ფორმატზე ვერ შეთანხმდნენ. მარგველაშვილი მათ კომისიის შექმნას სთავაზობდა, რომელიც პრეტენდენტების შერჩევით დაკავდებოდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

მარგველაშვილმა უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატის წარდგენაზე. მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა, ძალაში შევიდა განახლებული კონსტიტუცია, რომლის თანახმად, აღნიშნულ პოსტზე კანდიდატის წარდგენის პრეროგატივა იუსტიციის საბჭოს მიენიჭა.

რაც შეეხება თავად ჩინჩალაძეს, 2017 წლის მაისში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობამდე, იგი უზენაეს სასამართლოში გვენეტაძის მოადგილე იყო. იმ პერიოდში სასამართლო ტელეკომპანია Rustavi2-ის საქმეს იხილავდა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჩინჩალაძე იმ მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რომლებსაც უნდა განეხილათ საქმე.

 

ყველა ახალი ამბავი
0