06:01 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
ლინდსი ლოჰანი

ამერიკელმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა ქართველი დიზაინერის კოსტიუმი ჩაიცვა

© photo: Lindsay Lohan / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (73)
51 0 0

ქართველი დიზაინერები განაგრძობენ მსოფლიოს დაპყრობას – ამჯერად გიორგი ქებურიას სამოსში ლინდსი ლოჰანი გამოჩნდა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას კოსტიუმი ამერიკული ჟურნალის PaperMagazine ფოტოსესიისთვის ცნობილმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა მოირგო.

წარმატებული ჟურნალის დიდ ინტერვიუში ლინდსი ლოჰანი დისნეის პრინცესების როლში წარდგა – იყო ფიფქია, ქალთევზა არიელი, ავრორა და კონკია.

ქებურიას კოსტიუმი კონკიას სახისთვის შეირჩა. ლინდსი კადრში წარდგა ღია ვარდისფერ პიჯაკში, შარვალსა და ხელთათმანებში. იმისთვის, რომ სახე პერსონაჟს ასახავდეს, ლინდსიმ გრძელი ღია ფერის თმის პარიკი და ოქროს გვირგვინი მოირგო.

Линдси Лохан в костюме Георгия Кебурия
ლინდსი ლოჰანი გიორგი ქებურიას კოსტიუმში

გიორგი ქებურიას ბრენდი საკმაოდ პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში. მისი მზის სათვალე – „ლისიჩკები" ჰიტად იქცა არა მარტო თბილისში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ავტორიტეტულმა მოდურმა ჟურნალმა Vogue-მა ქართველი დიზაინერის სათვალე წლევანდელი შემოდგომის საუკეთესო ტრენდების ჩამონათვალში შეიტანა.

პამელა ანდერსონი გიორგი ქებურიას ირჩევს>>

ადრე მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა კლაუდია შიფერმაც შეაფასა ქებურიას შემოქმედება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელშიც ქართველი დიზაინერიც იღებდა მონაწილეობას. მილანში ქებურიას კოლექციას გაეცნენ ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური და Vogue-ის დირექტორი ემანუელ ფარნეტი.

Модель в наряде Георгий Кебурия
მოდელი გიორგი ქებურიას კოსტიუმში

გიორგი ქებურია თვითნასწავლი დიზაინერია. ის 1990 წელს დაიბადა თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული, სიურრეალისტური კოლექცია შექმნა და თბილისის მოდის კვირეულზე შეამჩნიეს, სადაც "საუკეთესო დამწყები დიზაინერის" ჯილდო მიიღო.

PaperMagazine – დამოუკიდებელი ჟურნალია, რომელიც ნიუ-იორკში 1984 წლიდან გამოდის და ეძღვნება მოდას, კულტურას, მუსიკას, ხელოვნებას, კინოს და ა.შ.

თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (73)

მთავარი თემები