პამელა ანდერსონი გიორგი ქებურიას ირჩევს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიპამელა ანდერსონი
პამელა ანდერსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა დიზაინერმა გიორგი ქებურიამ გაასაჯაროვა ვიდეო, რომელშიც პამელა ანდერსონი მისი სათვალით კეკლუცობს

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მოდური სათვალე ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი ქერათმიანი ლამაზმანის პამელა ანდერსონის საყვარელი აქსესუარი გახდა.

დიზაინერმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ანდერსონი, რიანასა და კორტნი კარდაშიანის კვალდაკვალ, ქართველი დიზაინერის ტრენდული მზის სათვალით კეკლუცობს.

„პამელა ანდერსონი ჩემს სათვალეს ატარებს", — დაწერა ქებურიამ.

მზის სათვალეები – „ლისიჩკები" ჰიტად იქცა არა მარტო თბილისში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ავტორიტეტულმა მოდურმა ჟურნალმა Vogue-მა ქართველი დიზაინერის სათვალე წლევანდელი შემოდგომის საუკეთესო ტრენდების ჩამონათვალში შეიტანა.

ადრე მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა კლაუდია შიფერმაც შეაფასა ქებურიას შემოქმედება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელშიც ქართველი დიზაინერიც იღებდა მონაწილეობას. მილანში ქებურიას კოლექციას გაეცნენ ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური და Vogue-ის დირექტორი ემანუელ ფარნეტი.

გიორგი ქებურია თვითნასწავლი დიზაინერია. ის 1990 წელს დაიბადა თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული, სიურრეალისტური კოლექცია შექმნა და თბილისის მოდის კვირეულზე შეამჩნიეს, სადაც „საუკეთესო დამწყები დიზაინერის" ჯილდო მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0