07:13 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (246)
83 0 0

დაზარალებული მოსახლეობისთვის სახურავების აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალის გადაცემა მალე დასრულდება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამეგრელოში  სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი 7 მილიონ ლარს აღემატება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

30 ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა სპეციალურმა კომისიამ დათვალა.

ძლიერმა ქარმა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 698 საცხოვრებელ სახლს სახურავი სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა.  სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა.

ზუგდიდში ძლიერმა ქარმა დააზიანა 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი და ელექტროგადამცემი ხაზები. აღნიშნული პრობლემის გამო სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან განმუხურში დაზიანებული ამფითეატრისთვის სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს.

დაზარალებული მოსახლეობისთვის სახურავების აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალის გადაცემა მალე დასრულდება.

რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (246)

მთავარი თემები