ექსპერტებმა დათვალეს ზარალი, რომელიც სტიქიამ სამეგრელოს მიაყენა

© Facebook / MRDIსტიქიამ დააზიანა სახურავები დასავლეთ საქართველოში
სტიქიამ დააზიანა სახურავები დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებული მოსახლეობისთვის სახურავების აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალის გადაცემა მალე დასრულდება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამეგრელოში  სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი 7 მილიონ ლარს აღემატება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

30 ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა სპეციალურმა კომისიამ დათვალა.

უამინდობის შედეგები ქუთაისში - Sputnik საქართველო
სტიქიამ დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა

ძლიერმა ქარმა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 698 საცხოვრებელ სახლს სახურავი სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა.  სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა.

ზუგდიდში ძლიერმა ქარმა დააზიანა 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი და ელექტროგადამცემი ხაზები. აღნიშნული პრობლემის გამო სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან განმუხურში დაზიანებული ამფითეატრისთვის სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს.

დაზარალებული მოსახლეობისთვის სახურავების აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალის გადაცემა მალე დასრულდება.

რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0