09:55 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
 MAN–ის ავტობუსი

თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები 2019 წლის თებერვლიდან გამოჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (165)
108 0 0

ქალაქში მოძრავი ავტობუსების ნაწილი, გაუმართავია

თბილისი,  3 დეკემბერი — Sputnik.  თბილისში 2019 წლის თებერვლიდან 90 ახალი ავტობუსი შემოვა, რომლებიც დიზელზე იმუშავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას.

მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით  რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოებრივ ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის დაბინძურების მკვეთრი შემცირება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა. 

 „არსებული ავტოპარკი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად განახლებული ინდა იყოს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ უკვე შევიძინეთ  დიზელზე მომუშავე  MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ახლო მომავალში ცნობილი გახდება თუ რომელი კომპანია შემოიყვანს 220 8–მეტრიან ავტობუსებს, აღნიშნა მერმა.

2019 წლისთვის მერია 8 და 10–მეტრიანი 240 ერთეული ავტობუსის შეძენაზე ტენდერს მოამზადებს, რომელიც ბუნებრივ აირსა და ელექტროძრავზე იმუშავებს. თბილისში დამატებით შემოიყვანენ კიდევ 200 ახალ 18–მეტრიან ელექტროავტობუსს. მათი სწრაფი გადაადგილებისთვის სპეციალური  დერეფნები შეიქმნება.

სულ მერია 750 ავტობუსს შეიძენს, რომლებიც სრულად ჩაანაცვლებენ ძველ მოდელებს.

დღეისთვის თბილისში 600–650 ავტობუსი მოძრაობს. მათგან 143 MAN–ის ფირმის ახალი ავტობუსია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა  და შშმ პირებზეა ადაპტირებული.

თემები:
თბილისის მერია (165)

მთავარი თემები