04:12 16 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0299
  • 100 RUB4.0185
  • USD2.6818
ხანდაზმული ქუჩის მუსიკოსი თბილისის ქუჩაში

სოციალურად დაუცველებს დასაქმების შემთხვევაში ფულადი დახმარება შეუნარჩუნდებათ

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (163)
103 0 0

პრემიერის თქმით, მთავრობის ინიციატივა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სოციალურად დაუცველ პირებს დასაქმების შემთხვევაში ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის. ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში არ შეუწყდებათ. მომდევნო წლიდან კი მათ შეუნარჩუნდებათ არაფულადი ტიპის დახმარებები. აქ იგულისხმება სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები, სამედიცინო დაზღვევა და სხვა სახის შეღავათები.

„მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სისტემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, ვინაიდან ის მომენტი, რომ ადამიანი მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარებას კარგავდა, გარკვეულწილად იყო ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს ოფიციალურად დაეწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ძალიან დადებით მოლოდინები გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ყველა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობენ.

ფულადი დახმარების გარდა, სოციალურად დაუცველ პირებს მთლიანად უფინანსებენ ჯანდაცვას, ეძლევათ უფასო საკვები და ელექტროენერგიის გადასახადის ვაუჩერები, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობაზე და მედიკამენტების შეძენაზე მათთვის შეღავათები მოქმედებს. სოციალურად დაუცველი პირები სარგებლობენ შეღავათებით აგრეთვე საბავშვო ბაღსა და სკოლაში ბავშვების მიღების დროს.

სახელმწიფო მოსამსახურეებს ხელფასები 2019 წლიდან გაეზრდებათ >>

დღეისათვის საქართველოში სოციალურ დახმარებას იღებს 121,3 ათასი ოჯახი, რაც საქართველოში ყველა ოჯახის 11,4%-ს შეადგენს.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (163)

მთავარი თემები