პროფესიულ სასწავლებლებში ჩასარიცხად დღეს ტესტირება იწყება

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტესტირებაზე სულ 11 ათასი აპლიკანტი დარეგისტრირდა

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების  მსურველთა ტესტირება საქართველოს მასშტაბით დღეს,  09:00 საათიდან დაიწყო, ნათქვამია  საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცენტრის ცნობით, პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

კატალოგის ავტორი- გიორგი ბეკოშვილი - Sputnik საქართველო
განათლების კატა-ლოგი, ანუ (თითქმის) ყველაფერი განათლების შესახებ ერთ სივრცეში

ტესტირებისთვის გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ახალი საგამოცდო მოდელი მოამზადა, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისთვის მნიშვნელოვანი მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

ტესტირებაზე სულ 11 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, გასული წლის მსგავსად, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება.

პროფესიულ პროგრამებზე განათლების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასი) დასრულების შემდეგ. ასევე შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.

მილიარდნახევარი განათლებაზე – რაში დაიხარჯება თანხა ბიუჯეტიდან >>

პროფესიულ სასწავლებლებში  სახელმწიფო დაფინანსებით შესაძლებელია ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მრავალი მიმართულების პროფესიის დაუფლება. დაფინასების მიღება კი შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 19 პროფესიულ და 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ყველა ახალი ამბავი
0