თუშეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა გაზაფხულამდე აიკრძალა

© courtesy of Tusheti Protected Areasთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთარში თუშეთში დაახლოებით 25 ადამიანი რჩება

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. თუშეთში საავტომობილო მაგისტრალი შვიდი თვით დაიკეტა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ახმეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

გაზაფხულამდე თუშეთისკენ ყველა სახის ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი მოსალოდნელი უამინდობაა.

ნასყიდაშვილის განცხადებით, გზა ოფიციალურად 15 ოქტომბერს უნდა დაკეტილიყო, თუმცა, იმის გამო, რომ  მეცხვარეები ბარში მიემგზავრებოდნენ, თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია.

ლევან გეჯაძე - Sputnik საქართველო
საქართველო „ემოციების სამშობლო“ – რა უნდა ვიცოდეთ ლაშქრობის შესახებ

„ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა. თუშეთში გადაადგილება ამიერიდან მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. როგორც იცით, გასული წლიდან მოქმედებს თუშეთის მიმართულებით ავიარეისები, რითაც ადგილობრივები და მესაზღვრეები სარგებლობენ,"- განაცხადა ახმეტის მერის მოადგილემ

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ის  ოქტომბერში თითქმის 7 თვით იკეტება.  ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს მაღალმთიან სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრს შეადგენს.

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად და ხუთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ საქართველოში >>

თუშეთში 52 სოფელია, რომელთა დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელს თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს,  ზამთარში კი იქ  დაახლოებით 25 ადამიანი რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0