17:01 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
პოლიციის ახალი შენობა გოგოლის ქუჩაზე

ძველ თბილისში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა იმაზე, თუ რა კეთდება პოლიციელებისთვის

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც მანამდე ავარიული შენობაში მუშაობდნენ, გადავიდნენ ახალ, თანამედროვე შენობაში, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველ ძალოვნებს ხელფასი გაეზრდებათ >>

გოგოლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ახალი შენობა 37 თანამშრომელზეა გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი, ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პოლიციის ახალ შენობას, როგორც საქართველოში არსებულ პოლიციის ყველა შენობას, აქვს დამახასიათებელი დიდი ვიტრაჟები, რომლებიც უწყების მუშაობის გამჭვირვალობის სიმბოლოა. ამასთან შენობა სრულად შეესაბამება ქალაქის ძველი ნაწილის არქიტექტურას. ის ექვს თვეში აშენდა.

„ჩვენ, დაახლოებით, 22-მდე ასეთი პროექტი გვაქვს, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ნაწილში. ეს, პირველ რიგში, გახლავთ პოლიციის ახალი განყოფილებები. ასევე, ძალზე დიდი დროებითი მოთავსების იზოლატორი თბილისში, რომლის მშენებლობასაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო გარემო უნდა შეიქმნას.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის დახვეწის გარეშე შეუძლებელია მაღალი შედეგების მიღწევა“, - აღნიშნა გახარიამ.

კანაფის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადაავადა >>

ამასთან, პოლიციელებისთვის სახლების და სპორტული მოედნების მშენებლობის პროექტი იწყება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული პოლიციელი იყოს უზრუნველყოფილი, მუშაობდეს კომფორტულ გარემოში და იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა ემსახუროს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ნოემბერში შსს-ს სათავეში გიორგი გახარია ჩაუდგა, უწყებაში რეფორმები დაიწყო.

მთავარი თემები