05:07 15 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
სპეცნაზი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს თბილისში

ქართველ ძალოვნებს ხელფასი გაეზრდებათ

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
938433

ხელფასების გაზრდა შეეხება იმ სამართალდამცველებს, რომლებიც განყოფილების უფროსზე დაბალ თანამდებობას იკავებენ

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის თანამშრომლებს 2019 წელს ხელფასი საშუალოდ 250 ლარით გაეზრდებათ, განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

საკანონმდებლო ორგანოში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აქტიური განხილვა მიმდინარეობს. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12,7 მლნ ლარის ოდენობით. ყველაზე დიდ დაფინანსებას 2019 წელს მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

 „დაახლოებით 72 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურის და საგამოძიებო სამსახურის ხელფასების გაზრდაზე. იგულისხმება განყოფილების უფროსზე ერთი რანგით დაბლა მდგომი თანამშრომლები. მათ ხელფასი საშუალოდ 250 ლარით გაეზრდებათ“, - განაცხადა კაკაურიძემ.

პოლიციის თანამშრომლების ხელფასი ბოლო რვა თვეში უკვე მეორედ გაეზრდებათ - 1 ივლისიდან 13,2 ათასს პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზარდათ.

საქართველოში პედაგოგების ხელფასი 1500 ლარამდე გაიზრდება >>

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ პოლიციის თანამშრომლები ბინებს მიიღებენ.

მთავარი თემები