„პანკისობა 2018“ წელს აღარ გაიმართა

© Sputnik / STRINGERმალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ღონისძიების გამართვა სასაფლაოსთან რამდენიმე მეტრში შეგნებულად გადაწყვიტა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პანკისში, სადაც ღონისძიება „პანკისობა 2018“ უნდა გამართულიყო, მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამფითეატრში მისულ მოსახლეობას თბილისში, სპეცოპერაციიც დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა არასწორია, რადგან ამ ადგილთან ახლოს მისი შვილია დასაფლავებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ღონისძიების გამართვა სასაფლაოსთან რამდენიმე მეტრში შეგნებულად გადაწყვიტა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ში კიდევ ერთხელ დაიბარეს

„ვიდრე ჩემი შვილის საქმე გამოძიებული არ იქნება, პანკისის ხეობას სასიმღეროდ საქმე არ აქვს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, სოსო ქარუმაშვილის განმარტებით, „პანკისობა 2018“-ის გამართვა ადგილობრივებთან შეთანხმებული იყო და რომ სცოდნოდათ, მოსალოდნელი რეაქცია, ღონისძიებას ადგილს შეუცვლიდნენ.

დაძაბული ვითარება იყო დიდების მემორიალთან. აქციის მონაწილეებმა მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს, რათა პანკისობის დღესასწაულზე მანქანები არ შეეშვათ. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა მემორიალის ტერიტორიაზე შესვლა სცადა, რა დროსაც, არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილემ დაზიანება მიიღო.

მძღოლი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“), რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამზადებდა თუ არა მაჩალიკაშვილი ტერაქტს — პანკისელს სუს-ში ელოდებიან>>

მალხაზ მაჩალიკაშვილის 19 წლის შვილი თემირლანი გასული წლის 26 დეკემბერს, ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების ოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, ვინც მას ესროლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0