მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ში კიდევ ერთხელ დაიბარეს

© Sputnik / Levan Avlabreliმალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის უცნობია, რა კითხვები ექნებათ მის მიმართ უსაფრთხოების სამსახურში

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს–ი) დაკითხვაზე მეორედ, ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზე დაიბარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პირველად მაჩალიკაშვილი ორი დღის წინ დაკითხვაზე ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიბარეს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაჩალიკაშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ მან ასობით ადამიანთან ერთად დაიფიცა, რომ სუს-ის შენობაში თავს აიფეთქებდა, თუმცა შემდეგ ქართველების სიყვარულის გამო გადაიფიქრა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
მაჩალიკაშვილის მუქარა ემოციური განცხადება აღმოჩნდა

მალხაზ მაჩალიკაშვილის 19 წლის შვილი თემირლანი გასული წლის 26 დეკემბერს, ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების ოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, ვინც მას ესროლა

სუს–ში დაკითხვის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ განცხადება სუს–ის შენობაში თავის აფეთქების მზადყოფნის შესახებ გამწარებული შვილმოკლული მამის სიტყვები იყო. 

ამზადებდა თუ არა მაჩალიკაშვილი ტერაქტს — პანკისელს სუს-ში ელოდებიან>>

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის უცნობია, რა კითხვები ექნებათ მის მიმართ უსაფრთხოების სამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0