მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს

© Sputnikსვეტიცხოვლის ტაძრში მორწმუნეები ღვთისმშობლის ტაზრად მიყვანებას ზეიმობენ
სვეტიცხოვლის ტაძრში მორწმუნეები ღვთისმშობლის ტაზრად მიყვანებას ზეიმობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს.

ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 10:00 საათზე დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს.

ბერთის ღვთისმშობლის ეკლესია წალკაში - Sputnik საქართველო
ბერთის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და იმ დროიდან ის ჩვენი სამშობლოს მფარველად მიიჩნევა.

საეკლესიო სწავლებით, ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა — პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, თუმცა იმედი არ დაუკარგავთ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს უფალს მიუძღვნიდნენ.

ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვედრება. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ამცნო, რომ იგი მალე დედა გახდებოდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

სვეტიცხოვლის ტაძრში მორწმუნეები ღვთისმშობლის ტაზრად მიყვანებას ზეიმობენ - Sputnik საქართველო
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება: საქართველო საუფლო დღესასწაულს ზეიმობს

ცოლ-ქმარს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.

ბიზანტიაში ღვთისმშობლის შობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად, ყველაზე მეტად გავრცელებული ვერსიით, იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის პერიოდში, VI–VII საუკუნეების მიჯნაზე დადგინდა. თუმცა, პირველად იგი ნახსენებია V საუკუნის ძეგლებში.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.

 

ყველა ახალი ამბავი
0