11:00 21 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0693
  • 100 RUB3.9538
  • USD2.6193
მიხეილ ბატიაშვილი

განათლების მინისტრი: სისტემური პრობლემები ახლავე ჩანს

© FB / Prime Time
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (208)
528 0 0

მინისტრის განცხადებით, სტამბები, რომლებიც სახელმძღვანელოებს ბეჭდავენ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ეს არანორმალური პირობებია.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

„ამ აუდიტის დასკვნამ უნდა გვაჩვენოს, რა პრობლემები იყო, თუმცა პირდაპირ გეუბნებით, რომ სისტემურ დარღვევებს ახლავე ვხედავთ, რადგან არ შეიძლებოდა პროცესი მოგვეყვანა ბოლო დღემდე. ბოლო დღეებში გაკეთებული საქმის, პირდაპირ გეუბნებით, არ მჯერა“, — განუცხადა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

მინისტრის განცხადებით, სტამბები, რომლებიც სახელმძღვანელოებს ბეჭდავენ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ეს არანორმალური პირობებია. 

„ასეთ მუშაობაში ყოფნა არ უნდა გვიწევდეს, როდესაც მანამდე სამი წელი გვქონდა… ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რომ პირველ-მეექვსე კლასებში შევიდეს წიგნები. ეს რაღაც გმირობის ტოლფასამდეა მისული, რაც არასწორია“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე მოადგილეების გათავისუფლება უკავშირდება თუ არა გრიფირებასა და აუდიტს, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები მხოლოდ გრიფირების თემით არ შემოიფარგლება.

რაც შეეხება განსახორციელებელ  რეფორმებს, მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რეფორმებისთვის სამინისტროს შესაბამისი კადრები ჰყავდეს.

„ნაბიჯებისა და რეფორმების გადადგმა იწყება გუნდური მუშაობით და ადამიანების მოტივაციით. შესაბამისად, ამ რეფორმის დროსაც და აუდიტის დასკვნის შემდეგაც ვიმოქმედებთ შესაბამისი ნაბიჯებით. ნებისმიერი მინისტრი და ნებისმიერი მოადგილე უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ პროცესების შეფერხებაზე ან ხარვეზებზე, რომელიც მას ავალია“, — აღნიშნა მინისტრმა.

რას შეეწირნენ მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე >>

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დადგომას აუდიტის დასკვნის შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ნაბიჯები დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე იქნება გადადგმული.

 

თემები:
განათლება საქართველოში (208)

მთავარი თემები