11:35 19 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
მიხეილ ბატიაშვილი

რას შეეწირნენ მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე

© FB / Ministry of Education, Science, Culture and Sport
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
519 0 0

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში რეფორმები საკადრო წმენდით დაიწყო.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.

„ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ხედვები და საკადრო პოლიტიკა სჭირდება", — განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა. მისი განცხადებით საკადრო ცვლილებები კვლავ გაგრძელდება, ვინაიდან სამინისტროში შტატების შემცირება იგეგმება.

მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც ორი თვეა რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს, მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო და მინისტრის პოსტზე საქმიანობას ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის კაბინეტის შემადგენლობაში შეუდგა. 

 

მთავარი თემები