06:16 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
ავტობანი

დასავლეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (170)
102 0 0

აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვები სარკინიგზო გადასასვლელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა შესაძლებელია>>>

კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე (სადგური სამტრედია I, კმ104 პკ. 8-ში) შეზღუდვები დაწესებულია 2018 წლის 10 სექტემბრის 10:00 სთ-დან 14 სექტემბრის 20:00 სთ-მდე. „ საქართველოს რკინიგზა" აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინო-კორდული ფენილის რეაბილიტაციას გეგმავს.

„აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა დროის მოცემულ პერიოდში სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა ქ. სამტრედიაში არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის გავლით", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, „საქართველოს რკინიგზის" შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები) უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

გზის რომელ მონაკვეთებზე მოქმედებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები>>>

11 სექტემბრის 10:00 სთ-დან 12 სექტემბრის 17:00 სთ-მდე შეზღუდვებია დაწესებული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც.

„საქართველოს რკინიგზა" აღნიშნული საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე არსებულ სარკინიგზო გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს, რის გამოც დროის აღნიშნულ მონაკვეთზე სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით გრუნტის გზაზე", - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

 

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (170)

მთავარი თემები