როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა შესაძლებელია

© Sputnik / Denis Aslanovდუშეთი
დუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ გზის მშენებლობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საუკუნის პროექტი უწოდა

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დუშეთში როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზა მთლიანად გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ,  ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აბუდელაურის ფერადი ტბები - Sputnik საქართველო
ენით აღუწერელი სილამაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტი დუშეთის სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2960 მეტრზე  და მდინარე ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე  მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში  კი გაიჭრა 6 მეტრის სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, ასევე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ ათენგენობას (ქრისტიანული დღესასწაული — რედ.) მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეძლებდნენ გადაადგილებას და ეს პირობა შევასრულეთ. ამ ეტაპზე ათი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, ვფიქრობთ რომ დიდი ნაწილი სამუშაოების შესრულდება, თუმცა ახლანდელი მონიტორინგის შედეგად გვრჩება შთაბეჭდილება რომ კიდე უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო სამუშაოების დათქმულ ვადებში მოსასწრებად“, — განაცხადა შენგელიამ.

სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
დუშეთში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

უწყების ცნობით, ზღვის დონიდან 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28,5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. როშკა–არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნებას რამდენიმე ოჯახი აპირებს. ამ გზის მშენებლობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საუკუნის პროექტი უწოდა.

ახალმა გზამ ხუთი კილომეტრით უკვე შეამცირა საფეხმავლო მანძილი ისეთ პოპულარულ მარშრუტებამდე, როგორიცაა აბუდელაურის ფერადი ტბები და ჭაუხები.


ყველა ახალი ამბავი
0