რატომ დაარქვეს უშბის ახალ მარშრუტს „მაწონი“

გამოწერა
ალპინისტებმა სირთულის მიხედვით უშბა მსოფლიოს 100 ურთულეს მწვერვალთა სიაში შეიტანეს

თბილისი,  16 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა და პროფესიონალმა ალპინისტთა  წყვილმა უშბის ახალ მარშრუტს „მაწონი“ დაარქვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

უშბის სამხრეთ-დასავლეთი კედელი, რომელიც  მთამსვლელთა მიერ ტექნიკურად ყველაზე რთულ და საშიშ მარშრუტადაა შეფასებული, იტალიელმა დენის ურუშკომ და მისმა ესპანელმა მეუღლემ მარია კარდელმა ახალი მარშრუტით დალაშქრეს. წყვილის განცხადებით, უშბაზე ასვლა ყველა ალპინისტის ოცნებაა და ის  ტექნიკურად რთული მთების ნამდვილ სიმბოლოს წარმოადგენს. 

თეთნულდი - Sputnik საქართველო
სვანეთის მთები: ფოტოლენტად აკინძული გრანდიოზული სანახაობა

„ჩემი სტუდენტობის დროიდან  მახსოვს, რომ უშბა ყველაზე რთულ დასალაშქრ მწვერვალად ითვლებოდა. უშბა სულ სხვა სამყაროა. კავკასიის რეგიონში ნამდვილად  გამორჩეული და განსაკუთრებული მწვერვალია. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი გზა გამეკვალა ამ მთაზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია“, —  განაცხადა დენის ურუშკომ. 

ურუშკოს თქმით, სასტუმროს მეპატრონე მათთვის ყოველდღე თოვლივით თეთრ და ყინულივით ცივ კამეჩის მაწონს ამზადებდა. წყვილმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ახალი მარშრუტისთვის „მაწონი“ დაერქმია.

„ქართველები ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხი ხართ. ამიტომ ორ წელიწადში ჩვენ ისევ დავბრუნდებით“, — აღნიშნა მარია კარდელმა.

უშბა ორთავიანი მწვერვალია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალები. სამხრეთი მწვერვალი უმაღლესია — სიმაღლე 4700 მ, ჩრდილოეთი კი 10 მეტრით დაბალია. 

უშბა კავკასიასა და ევროპაში ყველაზე ძნელად დასაძლევი მწვერვალია. ალპინისტებმა სირთულის მიხედვით იგი მსოფლიოს 100 ურთულეს მწვერვალთა სიაში შეი¬ტანეს. სვანურად უშბა „ქარიშხლიან მთას“ ნიშნავს, რაც ადასტურებს მისი ბუნებრივი გარემოს სიმკაცრეს.

ყველა ახალი ამბავი
0