13:14 14 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0308
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6642
გმირთა მოედანი

ჩინოვნიკები ფეხით ივლიან – მთავრობა სამთავრობო ავტოპარკიდან ათას მანქანას ყიდის

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (132)
33740

ავტომობილებისთვის, რომლებითაც ჩინოვნიკები სარგებლობენ, ერთიანი ავტოპარკი შეიქმნება.

თბილისი,  12 ივლისი — Sputnik.  საქართველოს სამთავრობო ავტოპარკი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო თანხა საპატრულო პოლიციისა და გარემოს დაცვის სამსახურისთვის ავტომობილების შეძენას მოხმარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი გახდა, განაცხადა, რომ სამთავრობო ავტოპარკში არსებული ვითარება მიუღებელია და პირობა დადო რომ მიიღებდა შესაბამის ზომებს, რათა მთავრობამ ჩინოვნიკებისთვის ავტომობილების შეძენაზე ამდენი თანხა არ დახარჯოს. 

 „მთავრობის სტრუქტურული ცვლილების ფარგლებში უწყებების ავტოპარკი წლის ბოლომდე დაახლოებით ათასი ავტომანქანით შემცირდება. აღნიშნული მანქანები გადაეცემა რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებითვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება“, – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ავტომობილების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, მიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება. 

 „მიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება.დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი ნაბიჯია. ჩვენ აუცილებლად წარმოვადგენთ სხვა ინიციატივებს, რომლებიც ერთიანი ავტოპარკის შექმნის იდეას ითვალისწინებს, რათა მოხდეს ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია“, – აღნიშნა ბახტაძემ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მთავრობა სახელმწიფო ავტოპარკის საკითხის დარეგულირებას ცდილობს. მანამდე ექს–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შავ ჯიპებზე უარის თქმის ინიციატივით გამოვიდა.

თემები:
საქართველოს მთავრობა (132)

მთავარი თემები