სუნთქვა შესაძლებელი იქნება: საქართველოს ხელისუფლება ჰაერის დაბინძურებას ომს უცხადებს

© Courtesy of Elizabeth Joudroშემოდგომა სვანეთში
შემოდგომა სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას კომპლექსურად გეგმავს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მიმართულებით მთავრობის რეფორმებზე ისაუბრა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით 70-ე ადგილზეა.  თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თითქმის სამჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას, ხოლო პოპულარულ კურორტ აბასთუმანში – 0,5-ჯერ.

ეკოომბუდსმენი საქართველოში ეკოლოგიას დაიცავს>>>

„მინდა შევეხო ეკოლოგიის საკითხს. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი მძიმე გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოკლე ვადაში შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ სერიოზული შედეგები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბახტაძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო
დეპუტატები შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონზე იმსჯელებენ

დაგეგმილ რეფორმებს შორის მთავრობის მეთაურმა საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა, ასევე ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების მოთხოვნის გამკაცრება დაასახელა.

„ამასთან ერთად მასშტაბური ცვლილებები შევა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად სრულად მოხდება ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე თბილისის მერიასთან ერთად და ივლისის ბოლომდე გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე: ყველაზე დაბინძურებული ადგილი, მოძველებული ტრანსპორტი>>>

საქართველოში ტექდათვალიერება მიმდინარე წელს ამოქმედდა. 2018 წლის 1 იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელთა წონა აღემატება 3,5 ტონას, ასევე ავტომობილებისთვის, რომელთაც რვა და მეტი სამგზავრო ადგილი აქვთ.

1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი მსუბუქი ავტომობილებისთვის. 1 ოქტომბრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0