06:19 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
თსუ

70 წლის სტუდენტი, რომელიც თსუ-ში გიდის პროფესიას ეუფლება

© Photo: Courtesy of Tbilisi State University
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (664)
16320

სწავლის პარალელურად გიორგი მიქაძე გიდად უკვე მუშაობს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე წელია 70 წლის გიორგი მიქაძე სწავლობს, ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გიორგი მიქაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ეუფლება.

„ჩემთვის თსუ-ში მოსვლა და ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია. პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 100 კანდიდატიდან მხოლოდ 10 მიიღო უნივერსიტეტმა, ძალიან სასიხარულო და ნამდვილი ზღაპარი იყო სწორედ ამ ათეულში მოხვედრა. ძალიან კარგი კურსელები მყავს და სასიამოვნოა როგორც მათთან, ისე ლექტორებთან კომუნიკაცია“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

მიქაძე რუსულ და ინგლისურ ენებს ფლობს, სწავლის პარალელურად კი გიდად მუშაობს.

თემები:
თბილისი დღეს (664)

მთავარი თემები