„დაისაჯონ დამნაშავეები!“ - სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

© Sputnik / Stringerზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა - პანკისის ხეობაში და თბილისში

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან გაიმართა.

სახალხო დამცველი პანკისში აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს >>

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავისა და მხარის არეში დაიჭრა და 2018 წლის 10 იანვარს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის მიზანი ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო.

თბილისში გაიმართა მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ“. მომიტინგეებმა თემირლანის და დავითის სიკვდილში დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

„რომელმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ თემირლანი ტერორისტი იყო? გვაჩვენონ ეს მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს!“, — განაცხადა აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილმა ალიკ ალაზოვმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

მან ასევე ძალოვანი სტრუქტურებისგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ თემირლანს ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებდნენ.

პარალელურად საპროტესტო აქცია პანკისის ხეობის სოფელ დუისში გაიმართა. 

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და იმ სპეცრაზმელთა დასჯას მოითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაში არიან დამნაშავენი. წინააღმდეგ შემთხვევაში დუისელები საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან თბილისშიც.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, რომელიც პანკისის ხეობაში ჩავიდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა.

დღეისთვის ტერორისტებისთვის დახმარების ბრალდებით ექვსი ადამიანია დაკავებული — რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0