15:26 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
საცობები თბილისში

1100 საკონტროლო ვიდეოკამერიდან დიდი ნაწილი ბუტაფორიაა

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)
76 0 0

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შემდეგ დაადგინა, რომ გზებზე დამონტაჟებული კამერები ტექნიკურად გაუმართავია

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს გზებზე დამონტაჟებული 1100 კამერიდან დიდი ნაწილი არ მუშაობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„არის კამერები, რომლებიც საერთოდ არ მუშაობს,  რადგან ტექნიკური ხარვეზი აქვს, არის კამერები, რომლებიც გარკვეული პერიოდი მუშოაბს, შემდეგ ფუჭდება და ხდება მათი შეკეთება“, — განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა სოფო დვალიშვილმა.

ის, რომ საქართველოს გზებზე დამონტაჟებული კამერები ტექნიკურად გაუმართავია ან საერთოდ არ მუშაობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შემდეგ დაადგინა.

იმ ვიდეოკამერებიდან კი, რომელიც ჩართულია, გზების მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებენ და პოლიციის ოპერაციების ცენტრს გზების ძირითადი ნაწილი უმეთვალყურეოდ რჩება.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაუდასტურეს, რომ კამერების დიდი ნაწილი არ მუშაობს, თუმცა ასევე განუცხადეს, რომ კამერების შეკეთება ხდება.

იმისთვის, რომ შსს-მ სრულად გააკონტროლოს ქვეყნის ქუჩები, 3000 „ჭკვიანი კამერა“ სჭირდება, ჯერ მხოლოდ 100-მდე კამერაა ნაყიდი და დახარჯულია შვიდ მილიონ ლარზე მეტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, პოლიცია სათანადოდ აღჭურვილი არ არის, არ აქვთ სიჩქარის მზომი რადარები. ისინი ვერ ახდენენ დარღვევებზე ეფექტურ რეაგირებას. ხშირ შემთხვევაში კანონდამრღვევებს არ აჯარიმებენ. დასკვნის მიხედვით, ასევე სუსტია ჯარიმების ამოღების აღსრულების მექანიზმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დამრღვევ მძღოლთა 25-30% დაკისრებულ ჯარიმას არ იხდის.

დოკუმენტის მიხედვით, მძღოლები ხშირად ან ძალიან ხშირად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, თუმცა იშვიათად ჯარიმდებიან. ამ ფაქტს თავად მძღოლებიც არ უარყოფენ.

2017 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევების დაფიქსირება და ჯარიმის გამოწერა ოპერატორის დახმარების გარეშე ხდება. კამერები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ვიდეოანალიტიკური პროგრამების დახმარებით ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ.

კამერები საგზაო მოძრაობის დარღვევის ხუთ სახეობას აფიქსირებენ — შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა. 

მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სულ 400 ასეთი კამერა განთავსდება.


თემები:
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)

მთავარი თემები