აქცია ვაკის პარკში: „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“

გამოწერა
აქციის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდები

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქცია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება, 15:00 საათზე დაიწყო. ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან.

ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დღის ბოლომდე დაასახელოს პროკურორობის კანდიდატი

„ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი დინებით მიჰყავთ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ და არ გავდივართ ამ აქციაზე. ჩვენი ინიციატივაა, შევიკრიბოთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულებისა და ვინმესთვის სარგებლის მოტანის გარეშე. ვართ რიგითი მოქალაქეები, მეგობრები და გვინდა, ჩვენი აზრის პოლიტიკური სარჩულის გარეშე დაფიქსირება”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

მათი ძირითადი მოთხოვნები არა მხოლოდ მკვლელების დასჯაა, არამედ იმ ადამიანების დასჯა, ვინც მათ ხელს აფარებდა.

მათივე თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ისინი არ შეურთდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიას საკუთარი ქულების დაწერისთვის იყენებენ. ასევე არ ეთანხმებიან მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ამბობენ, რომ გამოძიება სწორედ ხელისუფლებამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - Sputnik საქართველო
შეუერთდება თუ არა „გირჩი“ აქციას: ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციას შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „ახალი საქართველო“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „სახელმწიფო ხალხისთვის“.

ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი მოზარდების მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.


ყველა ახალი ამბავი
0