საფრანგეთმა საქართველოს უნიკალური ისტორიული დოკუმენტები გადასცა

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევილის მამული
ლევილის მამული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. უნიკალური ფოტომასალა და დოკუმენტები ლევილის მამულიდან პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე რამიშვილის შთამომავალმა გადმოსცა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის მიერ ლევილის მამულის შეძენის ისტორიული აქტი. გადაცემული დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა სამშობლოში დაბრუნდა >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2018 წლის 16 ივნისს ლევილის მამულში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე აღინიშნება. ღონისძიებაში საფრანგეთში მთელი ქართული დიასპორა მიიღებს მონაწილეობას.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით.  მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსათვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.

საფრანგეთში ლევილის მამული საქართველოს 2016 წელს გადმოეცა.  მისი  საქართველოსთვის გადაცემა ჯერ კიდევ 2011 წელს გადაწყდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0