ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა სამშობლოში დაბრუნდა

CC0 / Wikipedia/ / Oath of Fealtyქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი
ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩოხა ეროვნული მუზეუმის საკუთრებაში დარჩება და დამთვალიერებელს მისი ნახვა წლის ბოლომდე შეეძლება.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ქართველი სამხედრო მოღვაწის, ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ჩოხა საფრანგეთიდან სამშობლოში დააბრუნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მმართველმა კომიტეტმა ჩოხა ეროვნულ მუზეუმს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჩუქრად გადასცა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გენერალ გიორგი კვინიტაძის (საქართველოს რესპუბლიკის  საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში) შთამომავლებთან ინახებოდა.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად საქართველოში ყოფნისას განვიცდი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის აქ ყოფნა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბაბუაჩემი მონაწილეობდა ამ ბრძოლაში. დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ქართველები თავიანთ ისტორიას ასე აფასებენ და ორმაგად შემიყვარდა საქართველო“, – განაცხადა გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა მერაბ ოდიშელიძემ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი - Sputnik საქართველო
ქაქუცა ჩოლოყაშვილი

საქართველოს ეროვნული გმირი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში იოსებ  ჩოლოყაშვილისა და დარია გოგნიაშვილის ოჯახში. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თავისი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობას და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეალია. 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივნისს  ემიგრაციაში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ანდერძის მიხედვით, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რადგან ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის საქართველოში ჩამოტანა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ შესრულდა და იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე. მოგვიანებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2005 წლის 21 ნოემბერს კი მისი ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს. 23 ნოემბერს ქაქუცას ცხედარი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0