06:19 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
აქცია

ბექა წიქარიშვილი: მინისტრთან შედგა მოლაპარაკება

© photo: Sputnik /
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (50)
163 0 0

ამ დროისთვის უკიდურესად დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიციის კორდონი და ჭავლმტყორცნი მანქანები იცავენ მომიტინგეებს კონტრაქციის წევრების თავდასხმისაგან.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik.  ორგანიზაცია „ მოძრაობა თეთრი ხმაურისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას ესწრება, აქციის წევრებთან შეხვედრის დეტალებზე გააკეთა განცხადება. 

ამ წუთებში თბილისის ცენტრში მიმდინარეობს მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქცია, რომელიც 12 მაისს პოლიციის მიერ ჩატარებული ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის დროს პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. ასევე მიმდინარეობს ორი კონტრაქცია.

„ესკალაციის რისკი დიდია, გვინდა მშვიდობიანად მოვაგვაროთ პრობლემები. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით რომ არ გვინდა დაპირისპირება. შედგა მოლაპარაკება.  მინისტრის თქმით, ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაურბის. ხვალ 10 საათზე ერთად განვიხილავთ პარასკევ ღამის მოვლენებს. მისი თქმით, ვისი გადაცდომაც იყო,  ყველა აგებს პასუხს. იგი საუბრობს არ დაბალ საფეხურებზე, არამედ იმ პირებზე,  ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრათ.  დაგვპირდა, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა და უახლოეს დღეებში იქნება პროგრესი“, – განაცხადა წიქარიძემ აქციაზე.

მანამდე ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა.  

ამ დროისთვის უკიდურესად დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიციის კორდონი და ჭავლმტყორცნი მანქანები იცავენ მომიტინგეებს კონტრაქციის წევრების თავდასხმისაგან.

 

 

 

 

თემები:
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (50)

მთავარი თემები