თბილისის მერია ახალ ავტობუსებს შეიძენს

გამოწერა
თბილისში სულ მალე 2018 წელს გამოშვებული, შშმ პირებისთვის ადაპტირებული, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი ავტობუსები გამოჩნდება

თბილისი, 9 მაისი — Sputnik.  თბილისის მერიამ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“  100 ავტობუსის შესყიდვაზე ერთობლივი ტენდერი გამოაცხადეს, ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის Facebook–გვერდზე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 25 დეკემბრამდე  ეტაპობრივად უნდა შეიძინოს ავტობუსები. პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს 10–მეტრიანი, სამკარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული. 

ტაქსის ელოდება ტურისტებს თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლების საყურადღებოდ! შემოდგომიდან თბილისში ლიცენზიები დაწესდება

გარდა ამისა, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და მოდელის და მათი გარბენი 1, 7 ათას კილომეტრს  არ უნდა აღემატებოდეს.

კიდევ ერთი პირობა მდგომარეობს შემდეგში – ჯამში 69 მგზავრზე გათვლილ ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთათვის განკუთვნილი 23 დასაჯდომი ადგილი და მინიმუმ 1 შშმ პირზე გათვლილი სივრცე. გარდა ამისა, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით.

ავტობუსის კომპლექტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს  ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემები.

2018 წლის ბოლომდე  გამარჯვებულმა–კომპანიამ  თბილისის მერიას პირველ ეტაპზე 69 ავტობუსი უნდა მიაწოდოს, ხოლო მეორე ეტაპზე 31. ავტობუსების  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს.

რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის მერია მთლიანობაში 700 ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0