ბათუმის ღამის გარბენში ასობით ადამიანი მონაწილეობს

© Sputnik / Agnes Papazianღამის მარათონი The Great Batumi Night Race
ღამის მარათონი The Great Batumi Night Race - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარმარათონი The Great Batumi Night Race 21,1 კილომეტრიან დისტანციაზე გარბენს ითვალისწინებს

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მასშტაბურმა ღამის მარათონმა The Great Batumi Night Race 34 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი მონაწილე შეკრიბა.

გარბენში მონაწილეობის მისაღებად აჭარაში ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, კენიიდან და სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეებს შორის მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც არიან.

„ეს, რა თქმა უნდა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ბათუმს ასეთი მასშტაბის მარათონი ჯერ არ უნახავს“, — განაცხადა გერმანიიდან მოწვეულმა მარათონის ორგანიზატორმა პიტერ გოტვალდმა.

მარათონი - Sputnik საქართველო
Wings for life world run საქართველოში: რეგისტრაცია დაიწყო

როგორც დაგეგმილი იყო, გაიმართება გარბენის რამდენიმე სახეობა — ნახევარმარათონი (21,1 კმ), მხიარული გარბენი (10 კმ) და გარბენი ბავშვებისთვის 6-დან 9 წლამდე ასაკის (500 მეტრი) და 10-დან 13 წლამდე ასაკის (1 კმ).

„მარათონზე მეგობრებმა დამპატიჟეს. ბათუმში ჩამოსვლა და მონაწილეობა გადავწყვიტე“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ მოსკოველმა დმიტრიმ.

დმიტრი 10-კილომეტრიან გარბენში მიიღებს მონაწილეობას.

მარათონის მარშრუტი სპეციალურად ისეა შედგენილი, რომ სტუმრებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება შეძლონ. მარათონმა სტარტი ბათუმის ბულვარში აიღო, გაივლის მთელ ქალაქს აეროპორტის მიმართულებით და შემდეგ უკან — საზღვაო პორტამდე.

დროც შეგნებულად არის შერჩეული — სწორედ საღამოს შეიძლება ქალაქის ბუნებრივი სილამაზის და განათების დანახვა.

მარათონის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია, აგრეთვე მსოფლიოში ბათუმის ცნობადობის ამაღლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0