საპროტესტო აქცია ქუთაისში - გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliქალი ყიდის გაზეთებს ქუჩაში
ქალი ყიდის გაზეთებს ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები სავაჭრო ადგილის გამოყოფას მოითოვენ.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

აქციის მონაწილეები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებთ, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა. ისინი მოითხოვენ გამოიყოს ადგილი, სადაც ვაჭრობას კვლავ შეძლებენ.

გარევაჭრობა ყვავილებით - Sputnik საქართველო
ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალა

ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები და საპატრულო ეკიპაჟი.

ქუთაისში გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალა. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, სპეციალურ სერვისებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი წუხელ ღამით განახორციელა. დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა. 

როგორც ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია აცხადებს, მოვაჭრეებს მერია ქუთაისის სხვადასხვა ბაზარზე ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს.


ყველა ახალი ამბავი
0