ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალა

© Sputnik / Alexander Imedashviliგარევაჭრობა ყვავილებით
გარევაჭრობა ყვავილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერია მივაჭრეებს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე 21 აპრილიდან უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალა, ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა,  სპეციალურ სერვისებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა.  დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა. 

გიგი ანთაძე - Sputnik საქართველო
15 წლის გარემოვაჭრე გიგი ანთაძეს თბილისის მერია ჯიხურს ჩუქნის

როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, მოვაჭრეებს მერია ქუთაისის სხვადასხვა ბაზარზე ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში  გარევაჭრობა ერთი თვის უკან აიკრძალა. ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება. 

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად, თბილისში უკანონო გარევაჭრობისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება. 

ცვლილებების შეტანის შემთხვევაში თბილისში ნებართვის გარეშე გარევაჭრობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი 20 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დარღვევა ითვალისწინებს 200 ლარის ოდენობით ჯარიმას, ქონების კონფისკაციას ან შვიდ დღემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამ დარღვევისთვის დღეს ჯარიმა 50 ლარია.

დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო
ავტოსატრანსპორტო საშუალებით გარევაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება

იგივე კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 140 ლარის ნაცვლად 300 ლარი იქნება.

გარდა ამისა, კანონდარღვევის შემთხვევაში მისაბმელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარევაჭრობისთვის სანქცია იქნება 1 ათასი ლარი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციასაც ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაიზრდება.

თბილისის მერია გარევაჭრობის წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძვის. 2017 წლის მაისში მთელი თბილისის მასშტაბით უკანონო მოვაჭრეების წინააღმდეგ „რეიდები" ჩატარდა, რის საფუძველზეც თბილისის ბევრ უბანში გარევაჭრობა აიკრძალა. თუმცა, 2018 წელს ქალაქის ქუჩებში გარემოვაჭრეები კვლავ გამოჩნდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0