17:47 17 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9299
  • 100 RUB3.8499
  • USD2.5773
აბანოთუბანი

საქართველო გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო (4)
35 0 0

საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის სამწლიანი მანდატი 2019 წლის 1 იანვარს იწყება

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველო გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით აირჩიეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 41 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი პრიორიტეტების შესაბამისად. 

საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი. საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრად  აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე აირჩიეს. მეორე ვაკანტური ადგილი კი უნგრეთმა დაიკავა. 

„საქართველოსთვის, რომელიც პირველად გახდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პატივია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე პროცესებში. საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მზაობას უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის სამწლიანი მანდატი 2019 წლის 1 იანვარს იწყება.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) — გაეროს სააგენტო 2010 წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააფუძნა. სააგენტოს დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. 

 

თემები:
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო (4)

მთავარი თემები