Numbeo: საქართველო მსოფლიოს უიაფესი ქვეყნების ათეულშია

© photo: Sputnikკალაუბანი
კალაუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნადაა დასახელებული, დანაშაულის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik.  ცნობილი სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსის თანახმად, საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე  ქვეყნების ათეულში  მოხვდა. 

აღმაშენებლის გამზირი, თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში 108-ე ადგილზეა

ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. ცხოვრების ღირებულების ინდექსი არ მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ბინის ქირა.

საქართველოს ინდექსმა,  რომელიც 115 ქვეყანას შორის მერვე  ადგილას აღმოჩნდა, 29,66 შეადგინა. შარშან კი საქართველო ყველაზე იაფი ქვეყნების ხუთეულში შედიოდა და 27,37–ის ტოლი ინდექსით მეხუთე ადგილს იკავებდა.

Numbeo — ს რეიტინგში ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა პაკისტანი ინდექსით  25,08,  მეორეზე ეგვიპტე— 25,69, მესამეზე უკრაინა — 25,89,  მეოთხეზე — ინდოეთი — 26,88 და მეხუთეზე ტუნისი — 27,67 ინდექსით.

ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში საქართველოსთან ერთად  აზერბაიჯანიც მოხვდა, რომლის ინდექსმა 30,62 შეადგინა. ამ ინდექსით აზერბაიჯანმა მეცხრე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს, რუსეთის ინდექსმა 43,89 შეადგინა (39–ე ადგილი), თურქეთის — 41,80 (37–ე ადგილი) და სომხეთის — 33,45 (16–ე ადგილი). 

თბილისი, ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო
საქართველოს ადგილი ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში: ეთიოპიასა და სომხეთს შორის

რაც შეეხება ძვირადღირებულ ქვეყნებს, ხუთეული ასე გამოიყურება:  ბერმუდის კუნძულები (144,48), შვეიცარია (131,39), ისლანდია (123,39),  ნორვეგია (113,70) და ბაჰამის კუნძულები (100,68).

ძვირადღირებული ქვეყნების ათეულში ასევე შევიდნენ ლუქსემბურგი (96,56), დანია (93,30),  სინგაპური (91,40), იაპონია (86,58) და  ისრაელი(86,53).

სტატისტიკის თანახმად, თუ საქართველოს შევადარებთ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ  ნორვეგიას, მის დედაქალაქ ოსლოში დაახლოებით, 16 ათასი ლარი დაგჭირდებათ ცხოვრების იმავე სტანდარტის შესანარჩუნებლად, რომლის მიღწევასაც თბილისში 4 ათას ლარად შეძლებთ. ასევე, სამომხმარებლო ხარჯები ნორვეგიაში  278%-ით უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება საშუალო  ხელფასებს, ნორვეგიაში თუ ის  9 ათას ლარს აღწევს, საქართველოში  მხოლოდ 800 ლარია.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნადაა დასახელებული, დანაშაულის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით,  ჯანდაცვის საშუალო ინდექსით, ცხოვრების დაბალი ხარჯებით და დაბინძურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0