თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველომ ბედნიერების ინდექსით რეიტინგში, რომელიც სპეციალურად მომზადდა გაეროსთვის, მსოფლიოს 156 ქვეყანას შორის 128-ე ადგილი დაიკავა.
გასული წლის შედეგებთან შედარებით, საქართველომ სამი პუნქტით ქვემოთ დაიწია და ეთიოპიასა და სომხეთს შორის განთავსდა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2008-2010 წლებთან შედარებით, ქვეყნის ბედნიერების დონე ახლა უფრო მაღალია.
გარდა ამისა, საქართველო 117 ქვეყანას შორის 110-ე ადგილზე აღმოჩნდა ბედნიერების მხრივ იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, და 22-ე ადგილზე ემიგრანტებისთვის ნაკლებად მისაღები ცხოვრების პირობების მქონე ქვეყნებს შორის.
In case you didn't hear the news yet: World Happiness Report 2018: "There is a new top-ranking country, #Finland"! See what @guardian has to say: https://t.co/hXf4i3dx0o #worldhappinessreport #happiest pic.twitter.com/1tdTB1cw8z
— thisisFINLAND (@thisisFINLAND) 15 марта 2018 г.
აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს მეზობლებმა შემდეგი პოზიციები დაიკავეს:
- აზერბაიჯანმა – 87-ე ადგილი, თურქეთმა – 74-ე ადგილი
- რუსეთმა – 59-ადგილი
- სომხეთმა – 129-ე ადგილი.
უბედნიერესი ქვეყნების ხუთეულში შევიდნენ: ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისლანდია და შვეიცარია.
უბედური ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: იემენი, ტანზანია, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ბურუნდი.
„ბედნიერების რეიტინგი“ ყოველწლირად დგება ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 20 მარტს აღინიშნება. კვლევისას ფასდება ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რთულ ვითარებაში სოციალური მხარდაჭერა, მთავრობისადმი ნდობა, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ქველმოქმედებისთვის გაღებული სახსრების რაოდენობა.