13:26 23 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
ჯარისკაცი

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო რეკრუტებმა საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

© Photo: courtesy of Arch
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (105)
5610

საჩვენებელი სწავლების დროს დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა სტუმრებსაც ჰქონდათ

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ღონისძიებაში 2018 წელს სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში პირველ ეტაპზე გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

ალგეთში ათკვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) ამჟამად სხვადასხვა რეგიონიდან  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული 145 და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი 350 სამხედრო მოსამსახურე გადის. 

რეკრუტებს დამსწრეების წინაშე ბრძოლის ველზე სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცათ. მათ სტუმრებს ბრძოლის ველზე გადაადგილების, ასევე, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები წარუდგინეს. 

საჩვენებელი სწავლების დროს დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა სტუმრებსაც ჰქონდათ.

საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და 26 მაისს ფიცის დადების შემდეგ, ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან.


თემები:
საქართველოს თავდაცვა (105)

მთავარი თემები