ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის 19 ათას მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთვა

© Sputnik / Alexander Imedashviliნაავარიევი მანქანა
ნაავარიევი მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლს, რომელსაც მართვის მოწმობა ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის ჩამოერთვა, მისი აღდგენა სამი თვის შემდეგ შეუძლია

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik.  საქართველოში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის 19 ათასზე მეტ მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა, რამდენადაც 2017 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში  საგზაო მოძრაობის მკაცრი წესები ამოქმედდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში  მძღოლების დაჯარიმების ახალი სისტემა ამოქმედდა. თუ ადრე ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის მძღოლს მართვის უფლებას  ართმევდნენ, რომლის აღდგენაც მას 700 ლარის გადახდის შემთხვევაში მეორე დღესვე შეეძლო, ახალი სისტემის თანახმად, მძღოლს მართვის უფლების აღდგენა სამი თვის შემდეგ 1ათასი ლარის გადახდის  ან  პრაქტიკული გამოცდის განმეორებით  ჩაბარების შემთხვევაში 6 თვის შემდეგ შეუძლია.

რამდენი ქალი მძღოლია საქართველიში >>>

2017 წლის 1 ივლისიდან 19 ათასზე მეტ მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთვა, 128 ადამიანმა ჯარიმა არ გადაიხადა და მართვის მოწმობა გამოცდების ჩაბარების შემდეგ აიღო, ხოლო 212–მა ადამიანმა  კი  მართვის უფლება 1 ათასი ლარის გადახდის შემდეგ აღიდგინა. 

მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
დღეიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ აქვთ

გარდა ამისა, საქართველოში  2017 წლის 1 ივლისიდან  ე.წ. ქულების სისტემა მოქმედებს, რომლის თანახმად, ყველა მძღოლს მართვის მოწმობაზე 100 ქულა ერიცხება, რომელიც  ჩადენილი სამართალდარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთმევა.

გასულ წელს 22 ადამიანს მართვის უფლება მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც 100–ქულიანი სისტემა ამოეწურათ, ხოლო 2018 წლის დასაწყისიდან მსგავსი მიზეზით მართვის უფლება სამმა მძღოლმა დაკარგა.

მძღოლთა საყურადღებოდ – შსს–მ ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო >>>

საქართველოში ივლისიდან ასევე ამოქმედდა უკონტაქტო პატრულირება.  „უჩინარი პოლიციელები" გზის პრობლემურ მონაკვეთებს აკონტროლებენ და ჩანაწერებს ახორციელებენ. ეს მანქანები აღჭურვილი იქნება სიჩქარის მზომი რადარით და ჯარიმების გამოწერას მძღოლთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ.

გარდა ამისა, 2017 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევების დაფიქსირება და ჯარიმის გამოწერა ოპერატორის დახმარების გარეშე ხდება. კამერები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ვიდეოანალიტიკური პროგრამების დახმარებით ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ.

კამერები საგზაო მოძრაობის დარღვევის ხუთ სახეობას აფიქსირებენ — შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა. 

საქართველო: ჯარიმები "აწყვეტილი" მძღოლებისთვის
საქართველო: ჯარიმები აწყვეტილი მძღოლებისთვის - Sputnik საქართველო
საქართველო: ჯარიმები "აწყვეტილი" მძღოლებისთვის

 

 

ყველა ახალი ამბავი
0