01:12 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილი

მძღოლთა საყურადღებოდ: შსს-მ ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)
272520

ჯარიმები „ჭკვიანი კამერებით" დაფიქსირებული დარღვევებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ინფორმაციის გამოქვეყნება მძღოლების დარღვევების შესახებ, რომლებიც გზებზე დამონტაჟებულმა ვიდეოდაკვირვების კამერებმა დააფიქსირა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვიდეოჯარიმა ვებ-გვერდზე მას შემდეგ ქვეყნდება, რაც მძღოლი ჯარიმის ქვითარს მეორედ უგულებელყოფს. იმის გასაგებად, გამოწერილია თუ არა ჯარიმა მძღოლის სახელზე, საჭიროა სპეციალურ განყოფილებაში შესვლა, პირადი ნომრის, გვარისა და დაბადების თარიღის მითითება.

ეს სიახლე ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსდა, მანამდე, სანამ საქართველოში ე.წ. ჭკვიანი კამერები ამუშავდებოდა.

„ჭკვიანი კამერების" მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ სამართალდამრღვევის ამოცნობა და ჯარიმის გამოწერა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. კამერები ვიდეანალიტიკური პროგრამის საფუძველზე მუშაობს, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრშია ინსტალირებული.

რაც შეეხება ჯარიმების ახალ წესებს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლი სატელეფონო შეტყობინებას იღებს დაჯარიმების თაობაზე. თუ ავტომობილის მფლობელი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, ეს მას 20%-ით იაფი დაუჯდება, თუ 10 დღეში არ გადაიხდის, ჯარიმის ქვითარი რეგისტრაციის ადგილზე მიუვა.

თუ მძღოლი ჯარიმას არ გადაიხდის, ქვითარს 30-60 დღის განმავლობაში მეორედ გაუგზავნიან. თუ მეორედაც უარს იტყვის ჯარიმის გადახდაზე, ინფორმაცია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსდება. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება, რომ მძღოლი გაფრთხილებულია ჯარიმის შესახებ.

ჯარიმის გადასახდელად მძღოლს 30-დღიანი ვადა ეძლევა. თუ ის ჯარიმას არ გადაიხდის, შსს საურავს დაარიცხავს. გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებით აღსრულების წესი ამოქმედდება.

ახალი წესებით შეიცვალა ვიდეოჯარიმის ხანდაზმულობის ვადა — ექვსი თვიდან 1 წლამდე გაიზარდა.

ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. ქულათა სისტემა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. თითოეულ მძღოლს ერიცხება 100 ქულა; ქულები მძღოლს დარღვევების მიხედვით აკლდება.

ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა.

საქართველო: ჯარიმები აწყვეტილი მძღოლებისთვის
საქართველო: ჯარიმები "აწყვეტილი" მძღოლებისთვის

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)

მთავარი თემები