დასახელდა საქართველოს გზებზე ყველაზე გავრცელებული დარღვევები

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები თბილისის ცენტრში
ავტომობილები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მძღოლები ყველაზე ხშირად ამეტებენ სიჩქარეს, ყურადღებას არ აქცევენ საგზაო ნიშნებს და არღვევენ მანევრირების წესებს

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. „ჭკვიანმა კამერებმა" თვეზე ნაკლებ დროში დააფიქსირეს საგზაო მოძრაობის დარღვევის 26,5 შემთხვევა, აქედან მხოლოდ თბილისში — 15,5 ათასზე მეტი, იუწყება ტელეკომპანია Imedi შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ვიდეოთვალთვალის თანამედროვე კამერები საქართველოს გზებზე 1 ნოემბრიდან ამუშავდა. მათ ავტომატურ რეჟიმში, ოპერატორის გარეშე შეუძლია დააფიქსიროს მოძრაობის წესების დამრღვევი ავტომობილი და გამოწეროს ჯარიმა.

ყველაზე გავრცელებული დარღვევა საქართველოს საავტომობილო გზებზე — ეს სიჩქარის გადამეტებაა. „ჭკვიანმა კამერებმა" ამუშავებიდან 26 დღეში ასეთი 9,4 შემთხვევა დააფიქსირა.

ავტომობილები თბილისში, მტკვრის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
მართვის მოწმობის გარეშე: შსს დარღვევათა სტატისტიკას აქვეყნებს

მეორე ადგილზეა ბგერითი სიგნალით ან ავარიული მაჭუტით დარღვევების შემთხვევები, საგზაო ნიშნების იგნორირება — 8 ათასზე მეტი შემთხვევა.

საგზაო წესების დარღვევის მესამე, ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე გაჩერება, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების წესების დარღვევა (დაახლოებით 3,5 ათასი).

ხშირია ავტომობილის აკრძალულ ადგილზე, აკრძალვის ნიშანთან გაჩერებისა და ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევები (1,7 ათასზე მეტი).

შედარებით იშვიათია მობილურ ტელეფონზე საუბრისა (125 შემთხვევა) და უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის (55 შემთხვევა) შემთხვევები.

ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა 4,4 ათასზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, შედეგად დაშავდა 6,3 ათასამდე ადამიანი, ხოლო დაიღუპა — 384.

2017 წლის ბოლომდე საქართველოში 3 ათასამდე „ჭკვიანი კამერა" გამოჩნდება. ისინი ჯერჯერობით დამონტაჟებულია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე ავტობანზე, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0