03:05 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“ თბილისში

როგორ ჩაიარა „ტოტალურმა კარნახმა“ საქართველოში

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4510

აქციის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მეხუთეჯერ ტარდება, მონაწილეებმა კარნახი და ტესტი TruD-ი დაწერეს

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ყოველწლიურ საგანმანათლებლო აქციაში „ტოტალური კარნახი“ თბილისში 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

კარნახი წაიკითხა საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირის, „რუსსკი კლუბის“ წარმომადგენელმა, ფილოლოგმა ელენა გალაშევსკაიამ. ღონისძიება უცხოური ენების და პროფესიული მომზადების საერთაშორისო ცენტრ Global Education Georgia-ში ჩატარდა.

აქციის მონაწილეები შედეგების გაგებას 18 აპრილის შემდეგ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ.

კარნახის უნიკალურ ტექსტებს ცნობილი მწერლები ქმნიან. 2018 წელს წაიკითხეს ნაწყვეტი გუზელ იახინას რომანიდან Дети мои, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

საქართველოში „ტოტალური კარნახის" ჩატარებაში ორგანიზატორებს დახმარებას უწევდა საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი". საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.

პირველი ტოტალური კარნახი 2004 წელს ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩატარდა. 2008 წლამდე „ტოტალური კარნახის" ტექსტს ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის თანამშრომლები კითხულობდნენ. 15 წლის განმავლობაში აქციამ საყოველთაო მასშტაბი შეიძინა: მისი ორგანიზატორია ფონდი „ტოტალური კარნახი". 2017 წელს პროექტში 71 ქვეყანა ჩაერთო და მან 866 ქალაქში 200 ათასი ადამიანი გააერთიანა.

საქართველო „ტოტალური კარნახის" მსოფლიო აქციას 2014 წელს შეუერთდა.


მთავარი თემები