პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველკლასელთა რეგისტრაცია საქართველოს საჯარო სკოლებში სამ ეტაპად ჩატარდება

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასწავლო წლის დაწყება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - Sputnik საქართველო
ცვლილებები პირველკლასელებისთვის – სამინისტრო ორდღიან დათმობაზე წავიდა

რეგისტრაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებ-გვერდებზე განხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები დროულად არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

იმისათვის, რომ ბავშვი პირველ კლასში ჩაირიცხოს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე საჭირო არის ელექტრონული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია სამ ეტაპად ხორციელდება და 10 აპრილიდან 16 ივლისის ჩათვლით გრძელდება.

პირველი ეტაპი 10-27 აპრილის პერიოდში ჩატარდება, რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ ბავშვებისთვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

მეორე ეტაპზე, რომელიც 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, იმ ბავშვების საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება, რომლებსაც სასწავლო წლის დასაწყისისთვის ექვსი წელი შეუსრულდება. მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

მესამე ეტაპი 2 ივლისს დაიწყება და 17 ივლისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია უშუალოდ იმ სკოლებში ჩატარდება, სადაც თავისუფალი ადგილები იქნება. რეგისტრაციის დროს მშობლებმა ყველა საჭირო დოკუმენტი თან უნდა იქონიონ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
მინისტრი: საქართველოში პირველკლასელების რიცხვი იზრდება

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება, შესაბამისად, წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.

სკოლაში შემდეგი დოკუმენტების წარდგენა არის სავალდებულო: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (მისამართის და ტელეფონის ნომრის მითითებით), ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი ან სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭებას ადასტურებს. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

გამოცხადებული რეგისტრაცია არ ეხება კერძო სკოლებს, საუბარია მხოლოდ იმ სასწავლო დაწესებულებაზე, სადაც სწავლა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.

ყველა ახალი ამბავი
0